„ლეიკერსი“ „ინდიანას“ ცენტრით მაილზ ტერნერით ინტერესდება #1TVSPORT
„ლეიკერსი“ „ინდიანას“ ცენტრით მაილზ ტერნერით ინტერესდება #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ინტერესს გამოთქვამს „ინდიანა პეისერსის“ ცენტრის მაილზ ტერნერის მისამართით. ადრე ამ კალათბურთელის შესახებ წერდნენ, რომ ინდიანაპოლისური გუნდი მზად არის მის გასაცვლელად.

„პეისერსისა“ და „ლეიკერსის“ წარმომადგენლებმა უკვე გამართეს წინასწარი მოლაპარაკებები შესაძლო გარიგების შესახებ, – იტყობინება ინსაიდერი სკოტ ეგნესი. ცენტრის მიმართ დაინტერესებას ასევე გამოთქვამს „შარლოტი“.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, „ინდიანა“ შემადგენლობის გარდაქმნას აპირებს. კლუბი მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს შესაძლო გაცვლაზე, რომელშიც ჩართულნი იქნებიან კარის ლევერტი, აგრეთვე, დომანტას საბონისი ან მაილზ ტერნერი.

ამ დღეებში ტერნერმა უკმაყოფილება გამოთქვა გუნდში თავისი მდგომარეობით. „ცხადია, რომ მე აქ არავინ მიმიჩნევს სრულფასოვან მოთამაშედ, მე კი უფრო მეტი მინდა“, – განაცხადა მან.