კარის ლევერი თირკმლის ონკოლოგიური დაავადებისგან განიკურნა
კარის ლევერი თირკმლის ონკოლოგიური დაავადებისგან განიკურნა

„ინდიანა პეისერსმა“ კარის ლევერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ, ლევერსს თირკმელის სიმსივნე დაუდგინდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

ლევერის ექიმი ჯეისონ სპრანგერი აცხადებს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. უახლოეს პერიოდში კარისს საავადმყოფოდან გაწერენ. თუმცა, რამდენ ხანს გასტანს სრული რეაბილიტაცია, ჯერჯერობით უცნობია.