„ინდიანამ“ ბითაძის გარეშე მორიგი მატჩი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი 31 ივლისს განახლდება, მანამდე კი გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრებში უპირისპირდებიან.

„პორტლენდის“ დამარცხების შემდეგ, „პეისერსი“ ამჯერად „დალასს“ დაუპირისპირდა და საბონისისა და ბითაძის გარეშე ანგარიშით 118:111 დაამარცხა.

ინდიანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულითა და 6 მოხსნით ტი ჯეი ვორენი გამოდგა. მალკოლმ ბროგდონმა მატჩი 17 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. 16 ქულა დააგროვა ვიქტორ ოლადიპომ. მაელს ტერნერმა კი გუნდს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
„მავერიკსში“ საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ. მის ანგარიშზე 20 ქულა, 11 მოხსნა და 9 გადაცემაა.

ტორონტო-პორტლენდი 110:104
მემფისი-ჰიუსტონი 104:119

დატოვე კომენტარი