ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი 31 ივლისს განახლდება, მანამდე კი გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრებში უპირისპირდებიან.
„პორტლენდის“ დამარცხების შემდეგ, „პეისერსი“ ამჯერად „დალასს“ დაუპირისპირდა და საბონისისა და ბითაძის გარეშე ანგარიშით 118:111 დაამარცხა.
ინდიანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულითა და 6 მოხსნით ტი ჯეი ვორენი გამოდგა. მალკოლმ ბროგდონმა მატჩი 17 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. 16 ქულა დააგროვა ვიქტორ ოლადიპომ. მაელს ტერნერმა კი გუნდს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
„მავერიკსში“ საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ. მის ანგარიშზე 20 ქულა, 11 მოხსნა და 9 გადაცემაა.
ტორონტო-პორტლენდი 110:104
მემფისი-ჰიუსტონი 104:119