„ინდიანა პეისერსის“ ლიდერი პოლონეთის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
„ინდიანა პეისერსის“ ლიდერი პოლონეთის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსის“ გამთამაშებელს, მალკოლმ ბროგდონს პოლონეთის ნაკრებში სურს თამაში.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sport.pl წერს, პოლონეთის კალათბურთის ფედერაცია მუშაობს ყველა საჭირო ფორმალობის დასასრულებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ ბროგდონის ცოლს პოლონური ფესვები აქვს, მისი ნათესავები ქალაქ სლუპსკის გარეუბანში ცხოვრობენ. გასულ წელს 29 წლის ამერიკელი პოლონეთში იმყოფებოდა და იქ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა.

ამ სეზონში ბროგდონი NBA-ის რეგულარულ სეზონში საშუალოდ მატჩში 18.9 ქულას, 5.3 მოხსნასა და 5.9 შედეგიან გადაცემას ასრულებს.