ბითაძის 17 წუთი „ჰიუსტონთან“ - ქართველმა ცენტრმა ოთხი ქულა და სამი მოხსნა მიითვალა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მალე სტარტს აიღებს პლეი ოფების სერია. რეგულარულში ჩასატარებელი მხოლოდ ორი სათამაშო დღე დარჩა.

ინდიანამ“, რომელსაც საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა გარანტირებული აქვს, „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს ოთხი ქულის სხვაობით 108-104 სძლია.

ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩერთო. გოგამ პარკეტზე 16:42 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა.

პეისერსის“ რიგებში 18-18 ქულა მაილს ტერნერმა და ჯასტინ ჰოლიდეიმ მოაგროვეს, 17 ქულა ედმონდ სომნერმა მიითვალა, 16 ქულით დაასრულა მატჩი დაგ მაკდერმოტმა. წაგებულთა შორის საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო(45 ქულა, 17 მოხსნა, 9 პასი).

ფილადელფია – ტორონტო 121-125

ოკლაჰომა – მაიამი 116-115

დენვერი – კლიპერსი 111-124