მალხაზ მაჩალიკაშვილი რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და ამ ხელმოწერების საფუძველზე, პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა მეუღლესთან ერთად, ხელმოწერების შეგროვება დღეს ბათუმიდან დაიწყო.
„ყველა რეგიონს მოვივლით და შევაგროვებთ 100 ათას ხელმოწერას, მე 150 დეპუტატს პირადად გავუგზავნე შეტყობინება შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, თუმცა პარლამენტმა ეს თხოვნა დააიგნორა. ხელმოწერებით ვაიძულებთ პარლამენტს, ბოლოს და ბოლოს შეიქმნას კომისია და ქვეყანამ გაიგოს სიმართლე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა.