მალხაზ მაჩალიკაშვილი - ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ, მაგრამ ეს არ მოხდება
ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ, მაგრამ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშილმა აღნიშნა, წელიწადზე მეტია პარლამენტის შენობასთან დგას და შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს.
„მთელი წელია, მთელი ქვეყანა მიყურებს და ვითხოვ, დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები, რომელი დანაშაულიც აქვს სახელმწიფოს ჩადენილი. შემდგომ ესენი ყველაფერს აკეთებენ, დიდი ხანია, ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ, ეს არ მოხდება“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი საუბარი არასდროს ჰქონია. ამ განცხადების შემდეგ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.