მალხაზ მაჩალიკაშვილი - „ნაციონალებმა“ ააშენეს ქვეყანა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - „ნაციონალებმა“ ააშენეს ქვეყანა

ყოველთვის იყენებდნენ სიტყვა „ნაციონალებს“. კი, აშინებდნენ ხალხს, მაგრამ იმის გააზრება არ ჰქონდათ, რომ „ნაციონალებმა“ ააშენეს ქვეყანა, – ამის შესახებ მალზახ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაჩალიკაშვილმა მოქალაქეებს მიმართა, გამოვიდნენ ქუჩაში და ერთად უთხრან არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„ესენი ყოველთვის იყენებდნენ სიტყვა „ნაციონალებს“. კი, აშინებდნენ ხალხს, მაგრამ იმის გააზრება არ ჰქონდათ, რომ „ნაციონალებმა“ ააშენეს ქვეყანა. კი, დაუშვეს შეცდომები, მაგრამ ამ ნაძირლებმა აშენებულიც დაანგრიეს. და მეტი დანაშაული ჩაიდინეს,  სხვა თუ არაფერი, ბავშვი მოკლეს საწოლში, მძინარე. ტერორისტად მონათლეს, ეს არ მომხდარა არსად, არც „ნაციონალებში“და არც არსად. ამიტომ, „ქართული ოცნება“ ყველამ ერთად გზას უნდა გავუყენოთ. ჩვენ ამას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ. აცხადებენ, ვითომ „ნაციონალები“ მოვლენ, ფარა მგლის შიშით არავის გაუწყვეტია. გამოჩნდა, ვინ იყვნენ „ნაციონალები“, ვინ არიან ესენი. მაგარო და საამაყო ხალხო, დღეს რომლებიც არ გამოდიხართ, ხართ დაშინებულნი, ნუ გეშინიათ. რისი გეშინიათ, წყალწაღებული „ქართული ოცნებისა“, რომელიც ხავსს ეჭიდება? გამოდით თბილისში, გამოდით რეგიონები, გამოდი, საქართველო“ ,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.