მალხაზ მაჩალიკაშვილი - სუს-ში მივიდოდი, რომ მცოდნოდა, დაკითხვა რას შეეხებოდა
სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, რომ მცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში მადანაშაულებდა, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის სუს-ში გამოკითხვაზე მისასვლელად მზადაა.
„ხუთჯერ დამიბარეს დაკითხვაზე. ბოლოს 10 საათი დამკითხეს და მათ ვუთხარი, რომ ამის მერე იქ მიმსვლელი არ ვიყავი, თუ ძალით არ მიმიყვანდნენ. იქ ყველას ჩემი თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ ჩემს ადგილზე წარმოიდგინოს თავი. მაგრამ რომ მცოდნოდა, დაკითხვა რას შეეხებოდა, აუცილებლად წავიდოდი. ახლა ნებისმიერ დროს მივალ. თუ საშიში ვიყავი, დალოდებოდნენ ქმედებას ტერაქტამდე რომ ფაქტზე დავეჭირე. ესენი მუშაობენ, როგორ გამანადგურონ და გამომამწყვდიონ ციხეში“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.