მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლებაში ყველა ერთმანეთზე კრიმინალი და ნაძირალაა
დღეს ამ სახელმწიფოში არც ერთი სტრუქტურა არ არის, არც ხელისუფალია, არც პარლამენტია, არც პროკურატურა, არც სასამართლო, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაამარცხოს უდანაშაულო მოკლული თემირლანი მაჩალიკაშვილის მამა.
„ერთი შემიძლია ვთქვა, მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო, მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, გამოაცხადეს ტერორიზმში ეჭვმიტანილად. ის ბავშვი არც ერთხელ არ დაკითხულა, მას ჩვენება არა აქვს მიცემული, მესამე წელია დუმს ცივ სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დაამარცხოს უდანაშაულო მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახა თერლოევი, მთელმა სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა ბინძური მექანიზმით შეებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს და მებრძვიან, ვნახოთ ვინ ვისი აჯობებს, ვნახოთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტში სურდა შესვლა, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.
„ზუსტად ვიცოდი, რომ ამათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ შეცდომა მოუვიდათ, მაგ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ. შემდგომ ამის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მაღალი თანამდებობის პირები მეუბნებოდნენ, ვიცით, ბატონო ვახა, ვიცით, შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს, თუ მოხდა ამის აღიარება, ხელისუფლება ამას გადაყვება, მე ამას მოგონილს არ ვამბობ. ამის მერე გაძლიერებულ პროტესტს მიიღებენ ჩემგან. „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, რომ კამერის წინ დადგეს. ამას გაჩვენებთ, თქვენ ჟურნალისტებს და მთელ ქვეყანას. ამ ნაძირალა, კრიმინალთა ხროვას, გახრწნილ ხელისუფლებას მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის, ყველა ერთნაირი გახრწნილია, ყველა ერთნაირი ჩათლახი და გაფუჭებულია, ყველა ერთმანეთზე უარესი კრიმინალია, ყველა კალაპოტიდან, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა. მოგმართავთ მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ვახა თერლოევი მთელს სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ. პოლიტიკურად ვეუბნები ყველას, დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ არაფერი არა ხართ, ნაძირალათა, გახრწნილთა ხროვა ხართ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.