მალხაზ მაჩალიკაშვილი - დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ევროპიდან ბევრი ჩეჩენი, ვაინახი ადამიანი მიკავშირდება და მეუბნება, გადავცე სააკაშვილს, რომ თანაუგრძნობენ და მის გვერდით არიან
დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ევროპიდან ბევრი ჩეჩენი, ვაინახი ადამიანი მიკავშირდება და მეუბნება, გადავცე სააკაშვილს, რომ თანაუგრძნობენ და მის გვერდით არიან, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
„ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, კარგად დავინახეთ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენს ხმას, ხელისუფლებას იტაცებენ არჩევნების გაყალბებით. რომ დავიბრუნოთ გაყალბებული არჩევნებით მიტაცებული ხელისუფლება, დავიბრუნოთ სამართალიც და ქვეყანაც, ამისთვის საჭიროა, ჩვენი მიხეილ სააკაშვილი, მესამე პრეზიდენტი დავიხსნათ ტყვეობიდან. ჩვენ ეს ერთად უნდა შევძლოთ, ჩვენ ამას შევძლებთ და ღირსეული პატრიოტი ადამიანები, დღეს ვინც აქ ვიმყოფებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ამ ტყვეობიდან, რუსეთის, ბიძინას ტყვეობიდან.
მე მიხარია, ბევრი აქციები გამოვიარე და ყოველ ჯერზე სულ მაგას ვფიქრობდი და სულ ის მაინტერესებდა, ახალი სახეები შემოგვიერთდებოდნენ თუ არა. დღეს მე რასაც ვხედავ, ძალიან ახალი ბევრი სახე შემოგვიერთდა, დადგნენ ჩვენს გვერდით უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვიყოთ ერთიანი, არ აქვს მნიშვნელობა ერს, ბერს, ეროვნებას თუ რომელი ერის წარმომადგენელი იქნება, ჩვენ უნდა დავდგეთ ყველა ერთად.
მე დღეს ვალდებული ვარ, ეს ვთქვა, რაც კი ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და ის დაატყვევეს დღევანდელმა უნიათო არაფრის გამკეთებელმა, ნამდვილად კლოუნებმა, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბევრი დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ევროპიდან, ბევრი ჩეჩენი, ვაინახი ადამიანი მიკავშირდება და იმას მეუბნებიან, თუ მომეცემა მაგის საშუალება, რომ გადავცე ეს მიხეილ სააკაშვილს, ისინი თანაუგრძნობენ და მის გვერდით არიან, როგორც ყოველი ღირსეული ქართველი პატრიოტი. ჩვენ არ დავიშლებით, ჩვენ არავინ არ შეგვაშინებს, ჩვენ მარტო ერთი ღმერთისა გვეშინია, თუ ის შეგვაშინებს და სანამ ის სამართალს არა აღადგენს, სანამ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი გარეთ, თავისუფლებაზე, ჩვენ, როგორც წინა გამომსვლელმა ბატონმა მელიამ განაცხადა, ვიქნებით 10-ჯერ, 30-ჯერ ბევრნი და მივაღწევთ იმ საწადელს, იმ მიზანს; ჩვენ არ დავიღლებით, ჩვენ არ გავტყდებით და არავინ არ გაგვტეხს მთელს დედამიწაზე, ჩვენ ვიქნებით, ვართ დაუღალავი და მივალთ იქ, სადაც მისასვლელი ვართ. მადლობა, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ჯანმრთელობა მას, რაც ყველაზე მთავარია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.