მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მდუმარე აქციას მართავენ
მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძე და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ მდუმარე აქციას მართავენ.
მათი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილიც დაღუპიდან ერთი წელი გავიდა და ისინი ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხებს ელოდებიან.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ თქვას, რომ შეცდომა დაუშვა. პირველ რიგში უნდა იყოს დასჯილი გომელაური, უნდა იყოს დასჯილი გოგაშვილი და ყველა პასუხისმგებელი პირი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ზაზა სარალიძის თქმით კი, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება.
„ერთი წელი გავიდა, რაც თემირლანის ლიკვიდაცია მოხდა და ოჯახი დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი. ჩვენ აქციებს გავმართავთ იმ დრომდე, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ გაგვცემენ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.