მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩატაევს ხელისუფლებაშიც ჰყავდა საძმო და ხეობაშიც
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩატაევს ხელისუფლებაშიც ჰყავდა საძმო და ხეობაშიც,- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაჩალიკაშვილმა მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის შედეგად გამოქვეყნებულ მასალებს მიზანმიმართულად აგორებული ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ თემირლანი ბავშვი იყო და „ამ დონის ტერორისტს“ მისი ნდობა არ ექნებოდა.
„იციან, რომ ხალხი მხარს მიჭერს და საზოგადოების აზრის შესაცვლელად აგორებენ ჭორებს. ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თემირლანი ბავშვი იყო და ამ დონის ტერორისტს ბავშვის ნდობა როგორ ექნებოდა. რაც ჩემს სახლში მოხდა, სპეცოპერაცია კი არა, ტერაქტი იყო“,-აცხადებს მაჩალიკაშვილი და შვილის უდანაშაულობის აღიარებასთან ერთად გომელაურის, გოგაშვილის და სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს.
შეაგახსენებთ, ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავასთან ერთად, დღეს პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახში ჩავიდა.