მალიში მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
მალიში მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი

მალიში ფრანგ და გაერო-ს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. დაიღუპა სულ მცირე, ერთი ადამიანი. BBC-ის ცნობით, თავდამსხმელები გაერო-ს მშვიდობისმყოფელებად იყვნენ შენიღბულნი. მათ ქალაქ ტიმბუქტუში მდებარე ორ ბაზაზე მიიტანეს იერიში, ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს და სამხედროებს ჭურვები ესროლეს.

თავდასხმის შედეგად, დაჭრილია 20-ზე მეტი ჯარისკაცი. ხუთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გაერო-ს მისია მალიში 2013 წლიდან იმყოფება. სულ აფრიკულ სახელმწიფოში 11 000 ჯარისკაცია დისლოცირებული. 7 წლის განმავლობაში მალიში 162 ცისფერჩაფხუტიანი მოკლეს.