მალალა იუსაფზაი მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პაკისტანში პირველად ჩავიდა
მალალა იუსაფზაი მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პაკისტანში პირველად ჩავიდა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი, მას შემდეგ რაც თალიბანის სამხედროებმა დაჭრეს, პაკისტანში პირველად ჩავიდა.

იუსაფზაის, რომელიც ახლა 20 წლისაა, 2012 წელს ქალთა განათლების შესახებ კამპანიაში მონაწილეობისას თავში ესროლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაგეგმილია მისი შეხვედრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰიდ ხაქან აბასთან.

როგორც „ასოშიეითიდ პრესს“ მალალას ფონდის წარმომადგენლებმა უთხრეს, იუსაფზაის მოგზაურობის შესახებ დეტალები მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ საჯაროვდება.

პაკისტანის ტელევიზიით გავიდა კადრები, სადაც ასახულია მალალა საკუთარ მშობლებთან ერთად, როცა ის ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა.

მალალას ფონდის ცნობით, მისი მოგზაურობა პაკისტანში ოთხ დღეს გასტანს.