მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
სამეფო ოჯახი კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სასახლის შვიდ თანამშრომელს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუდასტურდა.
მეფესა და დედოფალს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ და ის ამ ეტაპზე ნეგატიურია. მიუხედავად ამისა, ისინი კარანტინში რჩებიან, სასახლეს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.
სამხრეთ აზიაში „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ მალაიზიაში ფიქსირდება. ქვეყანაში 1796 ადამიანია ინფიცირებული, 20 გარდაცვლილია, 199 კი გამოჯანმრთელდა.