მახინჯაურში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
მახინჯაურში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, გვირაბთან ერთმანეთს ჯიპის ტიპის და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია, ხუთი და შვიდი წლის ბავშვები. როგორც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი დედა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.