ირლანდიელ კონორ მაკგრეგორსა და რუს ჰაბიბ ნურმაგომედოვს შორის ორთაბრძოლაზე ყველა ბილეთი გაიყიდა.
Dublin Live-ის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს დაგეგმილ შოუზე, რომლის მთავარი მოვლენა მჩატე წონაში UFC-ის საჩემპიონო ორთაბრძოლა იქნება, ბილეთები სულ რაღაც სამ წუთში გაიყიდა.
ლას ვეგასის არენაზე, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) წლის მთავარ შეხვედრას უმასპინძლებს, 20 ათასი ადამიანი ეტევა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ყველაზე იაფი ბილეთი 205 დოლარი ღირს, ყველაზე ძვირი კი, 2505 დოლარი.