მოგეხსენებათ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა უკვე მეხუთედ ჩაიშალა. დაღესტნელი რუსეთის საზღვრის დატოვებაზე უარს აცხადებს. მსოფლიო მედიამ სულ უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი ხაბიბის კონორ მაკგრეგორით ჩანაცლვების თაობაზე, თუმცა ირლანდიელის მწვრთნელმა აღნიშნულ საკითხზე ნათლად ისაუბრა. ჯონ კავანას თქმით, კონორი ხაბიბის ჩანაცვლებას არ აპირებს და ეს ამ დროისთვის არც კი განიხილება.
„ეს გამორიცხულია. ირლანდია, ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მკაცრი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. საზღვრები დაკეტილია. ასევე არ მუშაობენ დარბაზები. ასეთ პირობებში ტონისთან ბრძოლა ძალიან უგუნური ქმედება იქნებოდა. მე ამის წინააღმდეგი ვარ“. – განაცხადა კავანამ ESPN-ის ინსტაგრამ ლაივზე ინტერვიუს დროს.