მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი Mercedes-ის გამო დააპატიმრეს. ნიკოლა გრუევსკის ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის მიზნით, ტენდერის გაყალბებაში სდებენ ბრალს. საუბარია ტყვიაგაუმტარ Mercedes Benz-ზე, რომელიც მან 700 000 დოლარად 2012 წელს შეისყიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ბრალდება, იმ ექვსი საქმიდან, რომელიც ექს პრემიერის წინააღმდეგ აღძრეს.
გრუევსკი 2016 წლის საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
გამოძიების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერით ირკვევა, რომ მაკედონიის ყოფილმა პრემიერმა ზეწოლა მოახდინა სატენდერო კომისიაზე და მათ მანქანის შეძენა კონკრეტული დილერისგან აიძულა, სანაცვლოდ კი გამყიდველისგან თანხა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლა გრუევსკუმ თანამდებობა ფარული ჩანაწერების საქმის გამო დატოვა. ოპონენტები მას 20 000 -ზე მეტი მოქალაქის ფარულ მიყურადებაში ადანაშაულებდნენ.