ათენმა და სკოპიემ მაკედონიის ახალი დასახელების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დღეიდან ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ცერემონია ფსარადესის დასახლებაში, პრესპას ტბასთან, ორი ქვეყნის საზღვარზე გაიმართა.
დოკუმენტს ხელი საბერძნეთისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი. ასევე ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.
ამ შეთანხმებით სრულდება მრავალწლიანი დავა ორ ქვეყანას შორის. ახლა უკვე სკოპიესთვის ნატო-სა და ევროკავშირში კარი ღიაა. მანამდე, მას ამ ინტეგრაციის შესაძლებლობას საბერძნეთი უბლოკავდა.