მაკა ჩიჩუა - ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრესს ეკონომიკურ საკითხებში, სიბნელიდან რომ გამოვედით, ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი
ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრესს, როგორც მივდიოდით ეკონომიკურ საკითხებში, სიბნელიდან რომ გამოვედით, ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი, თუმცა რა პარალელური სისასტიკეც მიდიოდა, მე იმას ვუთხარი უარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, 2012 წელს მან მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რადგან ჰქონდა იმედი, რომ ეს იქნებოდა ხელისუფლება, რომელიც მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანდა ქვეყანას.
„ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრესს, როგორც მივდიოდით ეკონომიკურ საკითხებში, სიბნელიდან რომ გამოვედით, ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი. იმ საოცარი ეკონომიკური კრიზისიდან რომ გამოგვიყვანა წინა ხელისუფლებამ, ესეც ხომ აღსანიშნავია. მე ყოველთვის მინდა, რომ ობიექტური ვიყო. რა პარალელური სისასტიკეც მიდიოდა, მე იმას ვუთხარი უარი. მე იმ სისასტიკეს დავუპირისპირდი და ამიტომაც წავედი და ხმა მივეცი „ოცნებას“. არ ვნანობ რომ „ოცნებას“ მივეცი ხმა. ზუსტად იგივე პროცესისკენ რომ მივდივართ დღეს, ეს მადარდებს. უკვე პარალელებს ვავლებ წინა ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.