მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აუცილებელია, კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანოთ დიალოგი და პროვოცირებით მეტი სიმძიმე არ შევძინოთ პროცესს
მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აუცილებელია, კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანოთ დიალოგი და პროვოცირებით მეტი სიმძიმე არ შევძინოთ პროცესს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იმ გამოწვევების ფონზე, რაც არის რეგიონში გლობალურად, მიანიშნებს, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარების შენარჩუნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამას მიანიშნებს პროცესში ევროკავშირის მაღალ დონეზე ჩართულობა.

„ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აუცილებელია, კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიყვანოთ დიალოგი და რაღაც პროვოცირებებით მეტი სიმძიმე აღარ შევძინოთ ამ პროცესს. ეს არის ძალიან საყურადღებო, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველა მხრიდან პირველ რიგში შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

აბსოლუტურად ვეთანხმები მის სულისკვეთებას, რომ ყველა მხარემ უნდა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტად პოლარიზება და უფრო მეტი სიმძიმე არ შევძინოთ არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.