მაკა ბოჭორიშვილი - ყურად უნდა ვიღოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა მოწოდება, რაც ამ ბოლო პერიოდში ყოფილა
ყურად უნდა ვიღოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა მოწოდება, რაც ამ ბოლო პერიოდში ყოფილა, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას აღნიშნა.
ბოჭორიშვილის თქმით, მათი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს პარლამენტში.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ბოლო პერიოდში მათი მხრიდან გვესმის არაერთი მოწოდება, რომ დროულად შევძლოთ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილი ფუნქციონირება, პარლამენტში გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი, ისე, როგორც ეს არჩევნების შედეგებმა დაგვავალა. შესაბამისად, ძალიან მნივნელოვანია, რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყურად უნდა ვიღოთ ყველა მოწოდება, რაც ამ ბოლო პერიოდში ყოფილა ჩვენი პოლიტიკური ძალების მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.