მაკა ბოჭორიშვილი - ველოდებით, რომ აშშ-ის ახალ ელჩთან ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას
ველოდებით, რომ აშშ-ის ახალ ელჩთან ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ამერიკა არის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი.
„ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ის გზავნილები, რაზეც ისაუბრა მომავალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა და ველოდებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო, კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.