მაკა ბოჭორიშვილი - სენატორს და კონგრესმენს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა, ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრა შედგა მიღების ფორმატში, მას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, სენატორსაც და კონგრესმენსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, დღეს შეხვედროდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, განეხილათ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება საკითხებს, რომლებიც განიხილებოდა, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადამიანი ესწრება, დეტალებზე საუბარი არ არის“.
„ზოგადად, ვისაუბრეთ საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებზე, კანონზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.