მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე როდესაც მიდგება საქმე, ვხედავთ პროგრესს, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სასურველი ბიზნესგარემოა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე როდესაც მიდგება საქმე, ვხედავთ პროგრესს, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სასურველი ბიზნესგარემოა

საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე როდესაც მიდგება საქმე, ვხედავთ ქვეყნის პროგრესს, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სასურველი ბიზნესგარემოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შედეგი ბევრ რეფორმას უკავშირდება და ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე მიუთითებს.

„საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები არახალია, თუმცა, როცა ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე მიდგება ხოლმე საქმე, ყველა მიმართულებით ვხედავთ, რომ საქართველოს პროგრესი არის, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სასურველი ბიზნესგარემოა. ეს ბევრ რეფორმას უკავშირდება და ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, ამის უკან ის საკითხები დგას, რაზეც ხშირად კრიტიკა გვესმის, თუმცა ვხედავთ, რომ ეს აისახება ქვეყნის კარგ რეიტინგებსა და შეფასებებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.