ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრანკო ზებიჩთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე.
მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.