საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს, ისრაელისა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ევროკავშირის გაფართოების პროცესს.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული კონფლიქტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე, რეგიონის როლი და მნიშვნელობა, საქართველოს პრიორიტეტები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
ბოჭორიშვილმა და მეიცადმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას, სტრატეგიული მიზნების განხორციელების კონტექსტში. საუბარი შეეხო ევროკავშირის ურთიერთობებს კანდიდატ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.