ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობაზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე. ამასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის საქართველო ძალისხმევას არ იშურებს.
მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ვესელინ ვალკანოვი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ევროპული პერსპექტივის აღიარებას მიესალმა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრისას, მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, მხარეებმა, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომის შედეგად, რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.
ვესელინ ვალკანოვმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერა გამოხატა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.