მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწერება მათ რიგებში, ვინც მოქმედებს ქართველი ხალხის ნების აბსოლუტურად წინააღმდეგ
უპატივცემულობა კონსტიტუციის, ქართველი ხალხის ნების და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ეს არის ის, რასაც ვხედავთ ზურაბიშვილის მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც საუბრობენ ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე საქართველოს შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვაკვირდებით იმას, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არც საქართველო, არც ქართველი ხალხი, არც ქართველი ხალხის ნება და არც საქართველოს ეროვნული ინტერესები. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწერება მათ რიგებში, ვინც მოქმედებს ქართველი ხალხის ნების აბსოლუტურად წინააღმდეგ. ესეც არის კიდევ ერთი დასტური. უპატივცემულობა კონსტიტუციის, უპატივცემულობა ქართველი ხალხის ნების და უპატივცემულობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების. ეს არის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ზურაბიშვილის მხრიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს საუბრობენ ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე საქართველოს შესახებ. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არანაირი ლეგიტიმაცია არც გიგი უგულავას და სხვებს, ვინც კითხვის ნიშანს უსვამენ საქართველოს მოსახლეობის ნებას, არ გააჩნიათ. ეს არ მიუცია ქართველ ხალხს მათთვის და არ აქვთ უფლება, სპეკულაციები აკეთონ სწორედ ქართველი ხალხის სურვილებით, მაშინ როდესაც ისინი ახლოსაც არ დგანან და წარმოდგენაც არ აქვთ, რა სურს ქართველ ხალხს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.