მაკა ბოჭორიშვილი - სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე კარგი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა არგუმენტები, გაგვეცნო მოსაზრებები, პარტნიორებთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე კარგი შესაძლებლობა იყო, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა არგუმენტები, გაგვეცნო ჩვენი მოსაზრებები, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, პარტნიორებთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
„ვისაუბრეთ ბევრი, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ზოგადად, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრაც, ვიზიტიც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის პრობლემურ საკითხებზეც. კარგი შესაძლებლობა იყო, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა არგუმენტები, გაგვეცნო ჩვენი მოსაზრებები. პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იყო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.