მაკა ბოჭორიშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია შორს ვერ წაგვიყვანს
სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია შორს ვერ წაგვიყვანს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა პატივი სცეს კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ამ ქვეყანაში პატივი სცეს სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონებს, სხვანაირად ევროპულ სახელმწიფოს ნამდვილად ვერ ავაშენებთ. ჩვენ თუ შევეცდებით, დისკრედიტაცია გავუწიოთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მოვშალოთ ყველაფერი, რაც 30 წლის განმავლობაში ვაშენეთ, ეს შორს ვერ წაგვიყვანს. ჩემი პოზიციაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. პარლამენტში უნდა ვმჯსელობდეთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი და ყველა პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს პარლამენტში. ჩვენ მოველით, რომ ეს ასე იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.