მაკა ბოჭორიშვილი - რუსეთის მხრიდან საქართველოს სანქცირება მათივე გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად, წინასწარ ვერ გეტყვით, რა იხარშება რუსეთის ხელისუფლების თავში
რუსეთის მხრიდან საქართველოს სანქცირება მათივე გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად, წინასწარ ვერ გეტყვით, რა იხარშება რუსეთის ხელისუფლების თავში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა აქვე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.
„წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი. რუსეთის მხრიდან საქართველოს სანქცირება მათი გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, წინასწარ ვერ გეტყვით, თუ რა იხარშება რუსეთის ხელისუფლების თავში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ეხება იმ ჰიპოტეტურ მოსაზრებას, რომ შეიძლება, რაღაც მოხდეს და წინასწარ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.