მაკა ბოჭორიშვილი - რომელიმე პროექტის დაფინანსების შეჩერება საქართველოში არც კოლაფსს გამოიწვევს და არც ქვეყნის მუშაობისა და ფუნქციონირების გაჩერებას
მაკა ბოჭორიშვილი - რომელიმე პროექტის დაფინანსების შეჩერება საქართველოში არც კოლაფსს გამოიწვევს და არც ქვეყნის მუშაობისა და ფუნქციონირების გაჩერებას

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ზოგადად, არცერთი პროექტის დაფინანსების შეჩერება საქართველოში არც კოლაფსს გამოიწვევს რომელიმე სექტორის და არც ქვეყნის მუშაობისა და ფუნქციონირების გაჩერებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს საკმარისი რესურსი, რათა ყველა საჭირო პროექტი, რაც ქვეყნის ინტერესებშია, განახორციელოს.

„ზოგადად, პრინციპი, მსგავსი დამოკიდებულება პარტნიორების მხრიდან ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც აბსოლუტურად გაუგებარია საფუძველი ამ გადაწყვეტილებების მიღების“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.