მაკა ბოჭორიშვილი - რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის წამოწევის მიზანია, საქართველოზე განახორციელონ ზემოქმედება, რათა კანონის გვერდის ავლით კიდევ ერთი ზემოქმედება მოხდეს ქართულ მართლმსაჯულებაზე
ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხის წამოწევა არის ის, რა აწუხებთ მათ, ვინც რეზოლუციის ინიცირებით არიან დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, რეალური მიზანია, რომ საქართველოზე ზემოქმედება მაქსიმალურად განახორციელონ, რათა კანონის გვერდის ავლით მოხდეს კიდევ ერთი ზემოქმედება ქართულ მართლმსაჯულებაზე.
„ასევე, მიზანია დამნაშავეების გმირებად შერაცხვა, რაც, სამწუხაროდ, არაერთხელ ვნახეთ სწორედ იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. აქვთ აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო მოთხოვნები, თითქოს მას ამისთვის რაიმე ჰუმანიტარული საჭიროება აქვს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.