მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას, ხაზი გაესვა რეგიონში ქვეყნის მნიშვნელობას
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ხაზი გაესვა რეგიონში საქართველოს მნიშვნელობას.
„პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. ერთის მხრივ, ხაზი გაესვა რეგიონში საქართველოს მნიშვნელობას. თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის მომავლისთვის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, საუბარი იყო საქართველოსთვის მთავარ გამოწვევაზე, ოკუპაციაზე და თუ როგორ მოხდება მშვიდობიანად ქვეყნის გაერთიანება. რა თქმა უნდა, საუბარი იყო იმ გლობალურ ხედვაზე, რაც ქვეყნის დღის წესრიგში დგას, რეგიონში ქვეყნის გლობალურ როლზე და დერეფანზე დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.