მაკა ბოჭორიშვილი - პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყველა წევრს გილოცავთ წარმატებებს, თქვენმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შექმნა იყო ნამდვილად სწორი და წარმატებული პროექტი
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებს სიტყვით მიმართა.
ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წევრებს გაწეული საქმიანობისა და პარტიის გაძლიერებისთვის.
„მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თქვენი საქმიანობით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გააძლიერეთ. პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყველა წევრს გილოცავთ იმ წარმატებებს, რამაც ახალი ძალა და ენერგია შესძინა „ქართულ ოცნებას“. თქვენმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ პარტიის ქალთა ორგანიზაციის შექმნა იყო ნამდვილად სწორი და წარმატებული პროექტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.