მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები წვალობენ და ცდილობენ, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური პარტიები წვალობენ და ცდილობენ, როგორმე მოხვდნენ შემდეგი მოწვევის პარლამენტში და საარჩევნო ბარიერი გადალახონ.
„სწორედ ეს პრობლემა აქვთ. მათთვის პრობლემაა ისიც, რა კონფიგურაციით მოახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამ გაერთიანებას თუ დანაწევრიანებას დიდი გავლენა არ ექნება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევრები ერთ იდეას ემსახურებიან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად მოქმედებს.
„მისი მოვალეობა არ არის პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსებში შესვლა, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეული მცდელობებით არის დაკავებული, რათა ეს ფუნქცია შეასრულოს და წინასაარჩევნო პროცესში ითამაშოს რაღაც როლი, რაც მისი არანაირი მოვალეობა არ არის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.