მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და შედეგებს.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების და მხარდაჭერის მნიშვნელობას.