მაკა ბოჭორიშვილი -„ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობაზე, ამის გამო ევროკავშირი და პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავენ
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის მხარდაჭერა გაფლანგა, რომელიც ჰქონდა ქვეყნის შიგნით და ასეთივე წარმატებით გაფლანგა ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპარლამენტში ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობაზე, ამას ხედავენ ევროკავშირი და პარტნიორები, რის გამოც შეშფოთებას გამოხატავენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის მხარდაჭერა გაფლანგა, რომელიც ჰქონდა ქვეყნის შიგნით და ასეთივე წარმატებით გაფლანგა ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპარლამენტში ჰქონდა. ევროპარლამენტის ჩართულობა ვნახეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იმის ილუზია არავის უნდა გვქონდეს, რომ ეს ჩართულობა ტყუილად იყო ევროკავშირის მხრიდან. ქვეყანაში ევროკავშირის ინტერესი არის რეფორმების გზით სიარული, დემოკრატიის კონსოლიდაცია, რაც ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობა გულისხმობს საპარლამენტო და რეფორმების პროცესებში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობაზე, ამას ხედავს ევროკავშირი და პარტნიორები, რის გამოც შეშფოთებას გამოხატავენ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.