მაკა ბოჭორიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, გაურკვევლობა და ქაოსია, პარტია ყველანაირი ღირებულებებისგან და იდეოლოგიისგან არის დაცლილი
მაკა ბოჭორიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, გაურკვევლობა და ქაოსია, პარტია ყველანაირი ღირებულებებისგან და იდეოლოგიისგან არის დაცლილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, გაურკვევლობა და ქაოსია, რაც მათთვის კარგს არაფერს მიანიშნებს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია ყველანაირი ღირებულებებისგან და იდეოლოგიისგან არის დაცლილი.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, გაურკვევლობა და ქაოსია, რაც მათთვის კარგს არაფერს მიანიშნებს. თუმცა, რეალურად, ეს იმ პროცესის დასასრულია, რა პროცესიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხნის წინ დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირი ღირებულებებისგან და იდეოლოგიისგან დაცლილი პარტიაა და, ბუნებრივია, სხვა შედეგები შეუძლებელი იყო, გვეხილა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.