მაკა ბოჭორიშვილი - მორალურად ალბათ ყველაზე რთულია, გაამართლო რუსეთის მხრიდან შემოსავალი მაშინ, როცა თავი მოგაქვს ყველაზე დიდ მებრძოლად რუსეთის წინააღმდეგ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რთულია ადამიანმა გაამართლო რუსეთიდან შემოსავალი, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდ მებრძოლად მოგაქვს თავი.
მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. „უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან“.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ვხედავთ დრამატიზებას აბსოლუტურად უსაფუძვლო ფაქტების, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ალბათ, მორალურად ყველაზე რთულია, გაამართლო რუსეთის მხრიდან შემოსავალი მაშინ, როცა თავი მოგაქვს ყველაზე დიდ მებრძოლად რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.