მაკა ბოჭორიშვილი - მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც საქართველოში ნებისმიერ პატიმარს აქვს, შესაბამისად, გაუგებარია აჟიოტაჟი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე
მაკა ბოჭორიშვილი - მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც საქართველოში ნებისმიერ პატიმარს აქვს, შესაბამისად, გაუგებარია აჟიოტაჟი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პატიმარი ყველა უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, გაუგებარია მუდმივი აჟიოტაჟი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილმა განუცხადა, ხელისუფლება ისე იმოქმედებს, როგორც უნდა მოქმედებდეს.

„მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები არის დაცული და სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც საქართველოში ნებისმიერ პატიმარს აქვს, უფრო მეტი უფლებითაც სარგებლობს. შესაბამისად, გაუგებარია მუდმივი აჟიოტაჟი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.