საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ლიეტუვის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დარიუს ვიტკაუსკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის ურთიერთთანამშრომლობის დინამიკა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. მხარეებმა აღნიშნეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მნიშვნელობა და ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე.