მაკა ბოჭორიშვილი - გამოცდილი გვაქვს, საქართველოში რუსეთის ინტერესები რა არის, ევროკავშირთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პოზიცია და „ქართული ოცნების“ საქმიანობა ყველაფერს პასუხს სცემს
მაკა ბოჭორიშვილი - გამოცდილი გვაქვს, საქართველოში რუსეთის ინტერესები რა არის, ევროკავშირთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პოზიცია და „ქართული ოცნების“ საქმიანობა ყველაფერს პასუხს სცემს

მრავალი წელია, გამოცდილი გვაქვს, საქართველოში რუსეთის ინტერესები რა არის, ევროკავშირთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პოზიცია და „ქართული ოცნების“ საქმიანობა ყველაფერს პასუხს სცემს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის რუსეთის ინტერესები უცხო არ არის. მრავალი წელია, გამოცდილი გვაქვს, საქართველოში რუსეთის ინტერესები რა არის. ევროკავშირთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პოზიცია და „ქართული ოცნების“ საქმიანობა ყველაფერს პასუხს სცემს – 2014 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს 65 პროცენტი უჭერდა, დღეს – 85 პროცენტი. 2012 წლიდან დღემდე ვინ არის ხელისუფლებაში? „ქართული ოცნება“. სწორედ ეს არის კრიტიკაზე ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.