მაკა ბოჭორიშვილი - გაერო-ს რეზოლუციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს, მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება
გაერო-ს რეზოლუციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა პარტნიორებთან და სხვადასხვა ქვეყანასთან მუშაობს, რომ რეზოლუციას მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს.
„საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია, იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამ საკითხში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. გაერო-ს რეზოლუციებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს. ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. ვმუშაობთ პარტნიორებთან და სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა რეზოლუციას მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს“, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.