მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც აფიქსირებს და აფიქსირებდა მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ყოველთვის გმობდა რუსეთის ოკუპაციას
ევროპარლამენტი ყოველთვის იყო და არის ის ორგანო, რომელიც საუბრობდა და საუბრობს ოკუპაციაზე, რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებზე საქართველოს ტერიტორიებზე, ეს რეზოლუციაც ეხმიანება იმ უმძიმეს ფაქტს, რაც რამდენიმე ხნის წინ მოხდა ოკუპირებულ რეგიონში და ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ რჩება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყურადღების მიღმა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტი ნამდვილად არის ის ორგანო, რომელიც აფიქსირებს და აფიქსირებდა მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ყოველთვის გმობდა რუსეთის ოკუპაციას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.