მაკა ბოჭორიშვილი - ევროინტეგრაციის კომისიის მიერ დამტკიცებულია გეგმა, რომლითაც განსაზღვრულია როგორც პარლამენტის, ასევე ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები
ევროინტეგრაციის კომისიის მიერ დამტკიცებულია გეგმა, რომლითაც განსაზღვრულია როგორც პარლამენტის, ასევე ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ასოცირების შეთანხების შესრულებაზე მუშაობის გაგრძელება, რადგან ამის გარეშე ევროკავშირში წევრობა წარმოუდგენელია.
„ოპონენტები კანდიდატის სტატუსის მიღებას სკეპტიკურად უყურებდნენ კი არა, პროცესს ხელსაც უშლიდნენ. ახლა, როცა საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში იმ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ევროკავშიროს წევრობაზე ვსაუბრობთ და პროცესი შეუქცევადი გახდა, საქართველოს მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი. ეტაპებს, რასაც ჩვენი ქვეყანა გადის, ყველა იმ ქვეყანამ გაიარა, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა. ეს ეტაპები ასევე დამოკიდებულელია ევროკავშირის მზაობაზე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, გეგმა არსებობს, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის ევროინტეგრაციის კომისიის მიერ. გეგმა მალე საჯარო იქნება და ყველას შეეძლება, იხილოს. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იქნება ასოცირების შეთანხების შესრულებაზე მუშაობის გაგრძელება, რადგან ამის გარეშე ევროკავშირში წევრობა ასევე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ეს ერთიანი პროცესი იქნება, რასაც მომავალი წლიდან შევუდგებით. მთავრობის ევროინტეგრაციის კომისიის მიერ დამტკიცებულია გეგმა, რომლითაც განსაზღვრულია როგორც პარლამენტის, ასევე ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები. ის, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში ვიხილეთ, იყო ის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ძალის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის იმდაგავარი პოლიტიზირება, ინსტრუმენტალიზაცია მოხდა, რომ საკითხი სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენებოდა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.